პრეზიდენტი:
როლანდ დუდუჩავა, ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მათემატიკური ფიზიკის განყოფილების გამგე, ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.
855.333.855 (მობილური) 
	    ელ.ფოსტა: RolDud(at)gmail.com 
ვებ-გვერდი: http://rmi.acnet.ge/~dudu/
საქართველოს მათემატიკოსთა ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე:
დავით ნატროშვილი, ტექნიკური უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის უფროსი
ტელ: 388186 (სამსახური)
	    899195171 (მობილური) 
	    ელ.ფოსტა: natrosh(at)hotmail.com
ვიცე პრეზიდენტი:
გიორგი ონიანი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ქუთაისი
ტელ: +995 231 43532 (სამსახური) 
	    +995 93 240987 (მობილური) 
	    ელ.ფოსტა: oniani(at)arsu.edu.ge 
	    ვებ-გვერდი: http://www.atsu.edu.ge/geo/rector.html 
ვიცე პრეზიდენტი:
ვლადიმერ ბალაძე, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის უფროსი, ბათუმი
ტელ: 893.369609 (მობილური)
	    ელ.ფოსტა: vbaladze(at)bsu.edu.ge 
ვებ-გვერდი:  http://matcomp.bsu.edu.ge/action=dep_mat 
	                      
	Curriculum Vitae  
სწავლული მდივანი:
ნატალია ჩინჩალაძე, ილია ვეკუას 
		სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის მოვ. 
		შემსრ., ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. 
	  
ტელ: 545995 (სამსახური) 
	    893230738 (მობილური) 
          
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირიs დაარსების თარიღად უნდა ჩაითვალოს 1923 წლის 21 თებერვალი. ამას ადასტურებს ამონაწერი ნ. მუსხელიშვილის წერილიდან გ. ნიკოლაძისადმი, რომელიც გაგზავნილია 1923 წლის 21 თებერვალს ლონდონში: ,,დილით ვიყავი სხდომაზე საქართველოს მათემატიკური საზოგადოების დაარსებასთან დაკავშირებით” . . . . (იხ. ი. ერემეიშვილის წიგნი ,,ცხოვრება და ღვაწლი ანდრია რაზმაძისა”, 1997 წ. ამასვე ადასტურებს აგრეთვე ამონაწერი ნ. მუსხელიშვილის სხვა წერილიდან, რომელიც დათარიღებულია 1923 წლის 21 მაისით: ,,ხვალ საღამოს მე ვკითხულობ მოხსენებას მათემატიკურ საზოგადოებაში" . . . გაზეთ კომუნისტი 1929 წ, 6 ოქტომბრის ნომერში ვკითხულობთ: ,,საქართველოს მათემატიური საზოგადოება ღრმა მწუხარებით აუწყებს საზოგადოებას თავისი დამაარსებლის და პრეზიდენტის ა. რაზმაძის გარდაცვალებას" . . . გაზეთი კომუნისტი 1929 წ, 3 ოქტომბერის ნომერში ვკითხულობთ: ,,2 ოქტომერს გამოყოფილი იქნა ა. რაზმაძის დამგრძალავი კომისია, რომლის შემადგენლობაში შევიდა მათემატიკური საზოგადოებიდან ვ. კუპრაძე” . . .
ჩვენის აზრით ეს ინფორმაცია სრულიად საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ საზოგადოება შეიქმნა 1923 წელს და მისი პირველი პრეზიდენტი იყო ა. რაზმაძე. ამისი ირიბი დასტურია ისიც რომ ა. რაზმაძე იყო მოსკოვის მათემატიკური საზოგადოების წევრი და ხშირად გამოდიოდა ამ საზოგადოების სხდომებზე მოხსენებებით. ბუნებრივია მას თბილისში გადმოსვლის შემდეგ აქაც შეექმნა ანალოგიური საზოგადოება.
ა. რაზმაძის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მათემატიკოსთა საზოგადოება არ იყო აქტიური 1962 წლამდე. 1962 წელს ვ. კუპრაძის, ლ. მაღნარაძის, ბ. ხვედელიძის, ლ. გოკიელის, ა. ხარაძის და სხვათა ძალისხმევით საქართველოს მათემატიკურ საზოგადოება აღორძინდა. მის რიგებში გაერთიანდნენ პროფესიონალი მათემატიკოსები სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებიდან, უმაღლესი და საშუალო სკოლებიდან.
		
		საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის 
		მიზანია გაუწიოს პოპულარიზაცია მათემატიკურ 
		მეცნიერებას, უპირველესად ახალგაზრდა თაობებში, ხელი შეუწყოს პროფესიონალი 
		მათემატიკოსების აღზრდას, დაამყაროს და განამტკიცოს პროფესიონალური 
		კავშირები კოლეგებთან საზღვარგარეთ და ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან 
		როგორიცაა მსოფლიო მათემატიკოსთა კავშირი და ევროპის მათემატიკოსთა 
		საზოგადოება. ამისათვის ტარდება 
		
		
		საჯარო სხდომები, სადაც 
		
		მოისმინება ორიგინალური 
		სამეცნიერო და მიმოხილვითი
		
		
		მოხსენებები. მათემატიკოსთა 
		კავშირი ხშირად ატარებს 
		
		 სახელოვანი მათემატიკოსების ცხოვრებისა და 
		სამეცნიერო მოღვაწეობისადმი 
		მიძღვნილი საღამოებს, განიხილავს მათემატიკის კვლევისა და სწავლების 
		საჭირბოროტო საკითხებს. მათემატიკოსთა კავშირი თანამშრომლობს პედაგოგებთან, მონაწილეობს 
		საგანმანათლებლო სტანდარტების შექმნისა და სახელმძღვანელოთა განხილვის 
		პროცესში. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა 
		საქართველოში მათემატიკით დაინტერესებული ახალგაზრდების გამოვლენისა და 
		სწავლების საქმეში, ეროვნული და საერთაშორისო ოლიმპიადებისთვის მათ 
		მომზადებაში.
		
		საქართველოს მათემატიკოსთა კავშირი აწყობს საქართველოს მათემატიკოსთა 
		ყრილობებს და გამოსცემს ყრილობათა მასალებს. 
		უკანასკნელი, 
		V ყრილობა, ჩატარდა 
		2009 წლის 9-12 ოქტომბერს ბათუმში და ქუთაისში.
		
		
		საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სახელით გამოიცა არაერთი მონოგრაფია.
		
		საქართველოს მათემატიკური საზოგადოების პირველი პრეზიდენტი  
		
		
		1923-1929 წლებში 
		
		
		იყო 
		
		
		ანდრია რაზმაძე. 1962 წელს აღორძინებულ  საზოგადოებას სათავეში ჩაუდგა 
		
		ვიქტორ 
		კუპრაძე
		(1962-1966), შემდეგ - ლევან გოკიელი (1966-1970), არჩილ ხარაძე 
		(1970-1974), 1974-1994 წლებში საზოგადოებას ხელმძღვანელობდა ლევან 
		მაღნარაძე.
		
		1994 წელს მათემატიკურ საზოგადოებას ეწოდა საქართველოს მათემატიკოსთა 
		კავშირი. 
		
		1990 წელს 
		
		იგი 
		
		გახდა
		ევროპის 
		მათემატიკოსთა საზოგადოების თანადამფუძნებელი 
		
		 ხოლო 
		1991 წელს
		
		
		მიღებული იქნა მსოფლიო
		
		 მათემატიკოსთა 
		კავშირის წევრად. კავშირის პრეზიდენტები იყვნენ: დავით ნატროშვილი 
		(1994-1997), როლანდ დუდუჩავა (1997-2001), თეიმურაზ ვეფხვაძე (2001-2005), 
		ჯონდო შარიქაძე (2005-2009). 
საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მოქმედი პრეზიდენტია როლანდ დუდუჩავა.
		
		
ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი,                              
		უნივერსიტეტის ქ. № 2 თბილისი 0186                      
		თსუ მაღლივი კორპუსი, III სართული 
		
ტელ.: 
		545995  (სწავლული მდივანი) 
          855.333855 (პრეზიდენტი, მობ.)
		
		         
		ელ. 
		ფოსტა:
		
		GeorgianMU(at)gmail.com  
                   
		GMU(at)rmi.acnet.ge